მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარშალ გელოვანზე წყლის მილის დაზიანების გამო, ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს - მერია

626b8ef02b245
BM.GE
29.04.22 11:06
895
მარშალ გელოვანის გამზირზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა ცალმხრივად შეჩერებულია.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც გადაადგილდება გაგარინის ქუჩისა და ჟვანიას ქუჩის მიმართულებით, მარშრუტი შეეცვლება და რობაქიძის გამზირის, წერეთლის გამზირისა და ქუთაისის ქუჩის გავლით იმოძრავებს, რის შემდეგაც სააკაძის მოედანს დაუკავშირდება. შემდეგ, მოძრაობას განაგრძობს დადგენილი მარშრუტის მიხედვით. უკუმიმართულებისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ იცვლება. ასეთია ავტობუსები: N314, N304, N302 და მიკროავტობუსები: N534, N539.

რაც შეეხება სოფელი დიღმისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს, N389, N327 და N367-ზე შეზღუდვა გავრცელდება. ისინი მგზავრთა გადაყვანას აღმაშენებლის ძეგლამდე შეძლებენ.


განახლება:


მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყლის მილი დაზიანდა, ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

მერიის განცხადებით, დაზიანების გამო, სატრანსპორტო საშუალებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ცალმხრივად მოძრაობდნენ. შეზღუდვა მოიხსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც და ისინი მგზავრთა გადაყვანას შეუფერხებლად, დადგენილი სქემით შეძლებენ.





ფოტო: მიშო ტატანაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები