მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსამართლეები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ - დიმიტრი გვრიტიშვილის განმარტება

642ecd38e9efd
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.23 17:48
601
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი მოსამართლეების საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც მან ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრისას განმარტა, სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება და პრემიერთან შეხვედრასაც ამიტომ ითხოვენ, რათა მათ ხელთ არსებულi ინფორმაცია გადასცენ.

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ვითხოვ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, როგორც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დაცვაზე, რომლის დაცვის ერთ-ერთი კომპონენტი სასამართლო ხელისუფლებაა, რომელიც დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამიტომაც მას როგორც ქვეყანაში უპირველესად პასუხისმგებელ პირს მივმართეთ, მოგვისმინოს. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები და ფაქტები, რომლებსაც მივაწვდით მას და დაველოდებით შემდგომ რეაგირებას“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

ის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ენტონი ბლინკენისთვის მიწერილი წერილის შესახებ აცხადებს, რომ ეს მთავრობის მიერ გადადგმული პირველი ქმედითი ნაბიჯია.

„ძალიან გამიხარდა ილია დარჩიაშვილის წერილის შესახებ, ეს პირველი ნაბიჯია საქართველოს მთავრობისგან, რომლითაც მოსთხოვეს კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა, რადგან იქ ხაზია გასმული, რომ როდესაც შენს პარტნიორ სახელმწიფოდ აღიარებულ ქვეყანაში მოქმედ მოსამართლეს ამ უმძიმესი ბრალდებით ასანქცირებ, ამას სჭირდება მყარი ფაქტობრივი საფუძველი. შეიძლება ითქვას, საქართველოს მთავრობამ პირველი ქმედითი რეაგირება უკვე გააკეთა და მოითხოვა განმარტების გაკეთება პარტნიორისგან“, - განაცხადა მოსამართლემ.

კითხვაზე - ითხოვენ თუ არა მოსამართლეები პრემიერთან შეხვედრას იმის გამო, რომ აშშ ლახავს საქართველოს სუვერენიტეტს, დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს: „ეს განცდა გამიჩნდა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები