მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მტევინო“ სასტუმრო ინფრასტრუქტურას ავითარებს - როგორ აფასებენ კომპანიაში 2022 წელს?

63c68148d4553
ვიქტორია მღებრიშვილი
18.01.23 09:59
1123
საგარეჯოს რაიონში, სოფელ ხაშმში მოქმედი ტურისტული ობიექტი და ღვინის საწარმო „მტევინო“ მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის განვითარებას და სასტუმროს ტერიტორიაზე აუზის მოწყობას გეგმავს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ზაუტაშვილი ამბობს, რომ ბიზნესის განვითარებისთვის ჯამში 130 000 ლარის ინვესტიცია ჩადებენ.

„აუზის ინფრასტრუქტურა 400 კვ.მ.-ზე მოეწყობა, აუზის სიგრძე 10 მეტრი, სიგანე კი 5 მეტრი იქნება. ჩვენი სტუმრების მხრიდან მოთხოვნა აუზზე მაღალი იყო, ამიტომ აუზის მოწყობის სამუშაოები უკვე დავიწყეთ და მაისისთვის სტუმრებისთვის აუზის შეთავაზებასაც შევძლებთ“, - ამბობს ნიკა ზაუტაშვილი.

ტურისტული ობიექტი „მტევინო“ ბუტიკური ტიპის 5-ნომრიან სასტუმროს და განვითარებულ ინფრასტრუქტურა - საკონფერენციო სივრცეს და რესტორანს მოიცავს, სადაც ტურისტული ჯგუფებს ხინკლის მოხვევის, პურის ცხობის მასტერკლასებს და ღვინის დეგუსტაციას სთავაზობენ. კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ზაუტაშვილი ამბობს, რომ 2022 წელს „მტევინოს“ ტურიზმის მიმართულება 130%-ით გაიზარდა,

„ეს იმის მანიშნებელია, რომ საქართველომ ძალიან ბევრ ტურისტს უმასპინძლა. სტუმრებიდან 59% უცხოელი იყო, დანარჩენი კი ადგილობრივი სტუმარია. სტუმრები ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან გვყავდა. 2021 წელს ასეთი ნაკადი არ გვქონია“, - აღნიშნა ზაუტაშვილმა.

სასტუმრო „მტევინოს“ 2-კაციანი ნომერში ერთი ღამით განთავსების ღირებულება საუზმის ჩათვლით 160 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები