მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქამრების შემოჭერა კი არა წონაში დაკლებაა საჭირო”-ბედინეიშვილი ბიუროკრატიულ ხარჯებზე

62334a9fa16f3
ანუკა ჯოხაძე
19.03.22 23:30
1157
სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხშირად გვესმის მცირე მთავრობის კონცეფციასთან დაკავშირებული მსჯელობა, თუმცა ქვეყნის ბიუროკრატიული ხარჯები წლიდან წლამდე მაინც მზარდია. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რაც 2021 წლის 9 თვეში 2020 წელთან მთავრობაში დასაქმებულთა ხელფასები 84 მილიონით გაიზარდა.

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო პანდემიურ წლებშიც, მაშინ როცა ქვეყანაში განსაკუთრებული კრიზისი იყო. ბედინეიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად სხვადასხვა განცხადებებისა ხელისუფლება ტრადიციულად მაინც სხვა გზას ირჩევს და ხარჯებს არამიზნობრივად ზრდის.

“ქამრების შემოჭერა კი არა წონაში დაკლებაა საჭირო. მცირე მთავრობის შესახებ ჩვენი მთავრობა ლაპარაკობს, თუცმა სინამდვილეში მუშაობს მუდმივად მზარდი მთავრობის რეჟიმით. რაც გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ამავე დროს ესმით, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩამოკიდებული მთავრობაზე პირდაპირ და ირიბად, მით უფრო მარტივი იქნება არჩევნებში შედეგის მიღწევა. რა თქმა უნდა, დრამატულად სხვა ხარჯების ფონზე უნდა ვიყოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მთლიანი სამთავრობო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ზე ჩამოვიყვანოთ, თან იმ პირობებში, რომ უსაფრთხოების და თავდაცვის ხარჯები გავზარდოთ. ესენი პირიქით აკეთებენ, თავდაცვის ნაწილში ხარჯებს აკნინებენ და სხვა ნაწილში ზრდიან. გასაკეთებელი არის აბლისუტურად საპირისპირო, მკვეთრად გასაზრდელია თავდაცვის ხარჯები, თუმცა დრამატულად არის შესამცირებელი სხვა ხარჯები.”-აცხადებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები