მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარქაშაძემ ყირგიზეთის ელჩთან ქუთაისიდან ფრენების დაწყების საკითხი განიხილა

64ac185de1407
მარიამ ვარადაშვილი
10.07.23 19:49
389
აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე აზერბაიჯანსა და საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კაირატ ოსმონალიევთან შეხვედრაზე საუბარი ყირგიზეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო დაწყებას შეეხო. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ქუთაისსა და ბიშკეკს შორის შესაძლო საჰაერო მიმოსვლის დაწყება.

"ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პირდაპირი საჰაერო კავშირებით ქონა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ყირგიზეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ხელშეწყობა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მგზავრთნაკადის ზრდის გამო, ქუთასისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ელჩს დავპირდით, რომ მოვძებნით შესაძლებლობების გზებს როგორც ქართულ, ისე ყირბიზულ ავიაკომპანიებს შორის რათა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის კუთხით შედგეს,"-განაცხადა ქარქაშაძემ.

ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები არ სრულდება. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ყირგიზეთიდან 3,432 ვიზიტორი ეწვია. 2022 წელს კი 14,218 ვიზიტორი, რაც 7 %-ით არის გაზრდილი 2019 წელთან შედარებით. ყირგიზეთის ელჩთან აეროპორტების გაერთიანების სათაო ოფისში გამართულ შეხვედრას საქართველოში ყირგიზეტის საპატიო კონსული არჩილ მაზიაშვილი და აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნეს განვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები