მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ryanair არშემოსვლის მიზეზი Wizz air არ არის - ქარქაშაძე

ryanair

საქართველოს აეროპორტების განვითარების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ Wizz air-ი ქართულ ბაზარზე Ryanair-ის შემოსვლას ხელს არ უშლის. ირლანდიური ბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოში მცირე ხნით პანდემიამდე დაფრინავდა, თუმცა Covid 19-ის დასრულების შემდეგ ფრენები აღარ გაუგრძელებია. ამ დროისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელსაც თავად აეროპორტების გაერთიანება მართავს, ბიუჯეტური Wizz air-ი დაფრინავს. გასული წლის მონაცემებით ავიაკომპანია ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერია დაახლოებით 20%-იანი წილით არის და 1.4 მლნ გადაყვანილი მგზავრით.

"Ryanair არშემოსვლის მიზეზი Wizzair არ არის. ის არის ძალიან სპეციფიკური კომპანია, რომელსაც საკუთარი კომერციული მოთხოვნები და კონკრეტული სატარიფო პოლიტიკა აქვს. რაც ჩემი სუბიექტური აზრი თუ გაინტერესებთ ამ ეტაპზე ჩვენთვის, სახელმწიფოსთვის საინტერესო არ არის. Wizz air-ის, მათ შორის Easyjet-ის სარგებელი მგზავრთნაკადის თუ ეკონომიკური კუთხით ძალიან დიდია. Easyjet-თან მოლაპარაკებები 2015 წლიდან დაიწყო და განსაკუთრებით ბოლო ორ წელში შევძელი და აქტუალური გავხადე, წლების მანძილზე პირადი კომუნიკაცია მქონდა და გამოვიყენეთ.

სწორად რომ გვესმოდეს Ryanair-ზე არაფრით ნაკლებია Wizz air-ი და Easyjet-ი. Ryanair შემოსული იყო და გავიდა. არა მხოლოდ პანდემიის [გამო], რეალურად პანდემიას დაბრალდა, თავი ვერ დაიმკვიდრეს იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივი, კონკურენტული ბაზარია. ამიტომ Wizz air-ი არაფერ შუაშია. რა თქმა უნდა, Ryanair-ის დაბრუნება საინტერესოა და ზოგადად მისი ბაზარზე ყოფნა მნიშვნელოვანია, ისე არ გამიგოთ რომ მისი წინააღმდეგი ვარ მე ან სახელმწიფო, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს, მომზადება და ხანგრძლივი მოლაპარაკება უნდა", - ამბობს ქარქაშაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები