მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2,5 მლრდ ლარს დავხარჯავთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, რითაც დამატებით 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება"

612678f80c1d7
BM.GE
25.08.21 21:08
1559
"განვითარება სჭირდება თითოეულ რეგიონს, ყველა ქალაქს და ყველა მუნიციპალიტეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მმართველი გუნდი მოქალაქეებს სთავაზობს სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების, ეკონომიკის, რეგიონების განვითარებას.

"ჩვენ დღეს მოქალაქეებს ვთავაზობთ განვითარებას - სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების, ეკონომიკის, რეგიონების განვითარებას. ამ მიმართულებით დიდი პროგრესი გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობის წარმატებული პროგრამები, რომლებითაც ჩვენმა ათასობით მოქალაქემ ისარგებლა, შეიქმნა ათასობით ახალი სამუშაო ადგილი თუ მაგალითად ადგილობრივი წარმოების წახალისებისთვის შექმნილი პროგრამები, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და ა.შ.“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის გეგმის მიხედვით, 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება მხოლოდ რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„2,5 მილიარდი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ ადგილობრივი წარმოების, რეალური ეკონომიკის და ინდუსტრიის განვითარებაზე, რითაც, ჩვენი ვარაუდით დამატებით 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამ სიკეთეს თანაბრად გადავანაწილებთ რეგიონების მიხედვით. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა, თითოეულ რეგიონში, მუნიციპალიტეტში, როგორ განვავითაროთ ესა თუ ის დარგი და როგორ გამოვიყენოთ სრულად ის პოტენციალი, რომელიც თითოეულ რეგიონში ჩვენს ლამაზ ქვეყანას გააჩნია. ამასთან ერთად, ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, შეიქმნას ახალი ტურისტული ლოკაციები და შესაბამის სამუშაოებს უახლოეს თვეებში დავიწყებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები