მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საერთაშორისო გამოფენებიდან ბევრ პოტენციურ კლიენტს დავუკავშირდით" - "კეთილი და პატიოსანი"

64907d113f54e
თინათინ ნატმელაძე
19.06.23 19:30
881
"მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო გამოფენებზე საკმაოდ აქტიურად ვართ წარმოდგენილი, რაც ექსპორტის ნაწილში ძალიან გვეხმარება. თითოეული გამოფენიდან მინიმუმ ორი საქმიანი საუბარი ჩამოვიტანეთ და ბევრ კომპანიასთან დავიწყეთ აქტიური მუშაობა", - ამის შესახებ კომპანია "აგროპროდუქტის" მმართველმა პარტნიორმა სოსო მანჯავიძემ "საქმიან დილაში" განაცხადა.

"აგროპროდუქტმა" რამდენიმე წლის წინ "კეთილი და პატიოსანის" ბრენდის ქვეშ დასალევი ხილის წარმოება დაიწყო, რომელიც ადგილობრივ ბაზართან ერთად ახლა უკვე საექსპორტო ბაზრებზეც აქტიურად რეალიზდება.

"ეს არის ბრიტანეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც საცდელი პარტიები უკვე გაიგზავნა, ახლა კი უკვე მიმდინარეობს საფრანგეთის სპეციალური შეკვეთის ჩამოსხმა

საქართველოს ბაზარზე ამ ეტაპზე თვიურად 15 000-ზე მეტი ბოთლი იყიდება, შტატებში კი პირველ ეტაპზე ერთი კონტეინერის გაგზავნას ვგეგმავთ, თუმცა სახეობების გაზრდასთან ერთად შევძლებთ, რომ უკვე ორი კონტეინერიც გავგზავნოთ", - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად "კეთილი და პატიოსანში" რვა სხვადასხვა სახეობის ხილის მიქსი აქვს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქართული ნედლეულისგან მზადდება, ყველა საწარმოო სიმძლავრის გამოყენებით კი კომპანია წელიწადში 15 მილიონ ბოთლს აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები