მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ცვლილებებს მოიცავს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონის განახლებული რედაქცია?

63bd467870b3e
ვიქტორია მღებრიშვილი
10.01.23 15:53
713
საქართველოს მთავრობამ 9 იანვრის სხდომაზე საქართველოს კანონის პროექტი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილა და დაამტკიცა. კანონის განახლებული რედაქცია კი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად მიმდინარე წელს წარედგინება. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც საქსტატის 2022 წელი შეაჯამა და 2023 წელს დაგეგმილი სიახლეები მიმოიხილა.

მისი განმარტებით, კანონის ახალი რედაქციის მომზადების საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა და მასზე საქსტატი დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. გოგიტა თოდრაძემ ის ცვლილებები დაასახელა, რომლებიც კანონში შევიდა.

„იმედი გვაქვს უახლოეს კვირებსა და თვეებში საპარლამენტო განხილვები დაიწყება და ახალი კანონის პროექტი ამოქმედდება. ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონის განახლებული რედაქციის მიზანი საქსტატის პროფესიული დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გაზრდაა. მოხდა კანონის დეტალიზაცია. ახალი კანონი ადრე არსებული 7 მუხლის მაგივრად 14 მუხლისგან შედგება; დამატებულია ტერმინთა განმარტებები; უფრო ვრცლად არის წარმოდგენილი გაეროს ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპები, ევროპის სტატისტიკის კოდექსის შესაბამისად. უფრო მეტად იზრდება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, როგორც საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციები, შესაბამისად მცირდება საბჭოს ფუნქციები; იცვლება საბჭოს არჩევის წესი; კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით ზუსტდება საკითხები, დამატებულია ახალი თავი მონაცემთა საკითხის მართვასთან დაკავშირებით; მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებით დეტალური ნორმატიული ჩანაწერია და წარმოდგენილია მათი საყოველთაო ხასიათი.

კანონი არეგულირებს და მკაფიოდ განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების სისტემაში ჩართულ სუბიექტებს - ეროვნულ ბანკს, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვადასხვა უწყებას“, - განმარტა თოდრაძემ.

მისივე ინფორმაციით, ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონის ახალი რედაქციის შესახებ საქართველოს პარლამენტში თავდაპირველად საკომიტეტო განხილვები დაიწყება და შემდეგ კი საქართველოს მთავრობა პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები