მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რამდენიმე ღამე სანთლის შუქზე გაატარეს სტუმრებმა”-სვანეთში კვლავ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაზე საუბრობენ

64512d243c061
ანუკა ჯოხაძე
04.05.23 00:05
865
ლატალის თემში, სოფელ ლახუშდში მდებარე საოჯახო სასტუმრო "ეკო ჰაუს სვანეთის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ბოლო სამი დღეა ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებათ.

მისი თქმით, მიზეზი ლატალში მდებარე ქვესადგურის დაზიანებაა. როგორც დათა ნიკოლოზიანი ამბობს, გასულ წელს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" ახალი ქვესადგური დაამონტაჟა და გასულ წელსვე ლატალის, ბეჩოსა და ლენჯერის მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის განვითარების პროგრამის გაერთიანებული ბიუჯეტით არსებული ელექტრო გადამცემი ხაზების რეაბილიტაციაც ჩატარდა, თუმცა ხელშესახები შედეგი არც ამას ჰქონია.

“ეს პრობლემა უკვე დიდი ხანია გვაწუხებს. ამის გამო გადავწყვიტეთ ჩვენით გვეზრუნა ამ პრობლემის მოგვარებაზე. მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, ლატალის, ბეჩოს და ლენჯერის თემების ბიუჯეტი, რომელიც სოფლის განვითარების პროგრამისთვის ჰქონდა გამოყოფილი სახელმწიფოს გაერთიანდა და ამ თანხით, დაახლოებით 700 000 ლარით გამოიცვალა ელექტრო გადამცემი ხაზები.

გვქონდა იმედი, რომ გასულ ზამთარში პრობლემა მოგვარდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. თითქმის ყოველ დღე თითქმის ხდებოდა მაინც ხდებოდა გათიშვა. "ენერგო პრო-ჯორჯიამ ახალი ქვესადგური მოაწყო, მაგრამ ეს არის ძველი სადგური და ინვენტარი, რომელიც ვერ უძლევს დატვირთვას, რის გამოც ხდებოდა გათიშვა,”- ამბობს დავით ნიკოლოზიანი.

დავით ნიკოლოზიანი აცხადებს, რომ ზამთარში პრობლემები თითქმის ყოველ დღე ფიქსირდებოდა, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება დღესაც გამოწვევაა. როგორც ის ამბობს, სტუმრების ნაწილს ბოლო დღეებია სანთლის შუქზე ემსახურებიან.

“ბოლო სამი დღე სულ რამდენიმე საათი გვქონდა დღეში ელექტროენერგია. ზამთრის პერიოდში გადაბმულად 3, 4 დღე არ გვქონდა. იყო პერიოდიც, როცა საერთოდ არც ელექტროენერგია და არც მობილური კავშირი. პრაქტიკულად ყველანაირ ცივილიზაციას მოწყვეტილი ვიყავით.

გაზაფხულის პერიოდშიც სასტუმროს სჭირდება ელექტროენერგიის მარაგი, სულ მცირე იმისთვის, რომ ნომერი გაანათო. სეზონი დაიწყო სვანეთში და რამდენიმე ღამე უკვე სანთლის შუქზე გაატარეს სტუმრებმა. ძალიან დიდი მუშაობა გვჭირდება ტურისტებთან, რომ ამან ზეგავლენა არ იქონიოს რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე.”- ამბობს სასტუმრო "ეკო ჰაუს სვანეთის" დამფუძნებელი დავით ნიკოლოზიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები