მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შემცირდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტი? – „რუსთავის აზოტი“ მიზეზებზე

641b0dd616662
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.23 00:00
1061
მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოდან აზოტოვანი სასუქების აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირდა. იანვარ-თებერვლის პერიოდში აზოტოვანი სასუქების ექსპორტით საქართველომ 21 მილიონ 048 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და საერთაშორისო ბაზარზე 38 852 ტონა საქონელი გაყიდა. ექსპორტის ღირებულება გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტს 63.8%-ით ჩამორჩება, მოცულობა კი 57%-ით შემცირდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ექსპორტირებული საქონლის მოცულობის მაჩვენებელი ამ პერიოდისთვის მინიმალურია.

აზოტოვანი სასუქების ექსპორტის შემცირების მიზეზების გასარკვევად BM.GE-მ ქვეყანაში აზოტოვანი სასუქების ადგილობრივი მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიის „რუსთავის აზოტის“ გენერალურ დირექტორს ლევან ბურდილაძეს მიმართა.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეს აზოტოვანი სასუქების მწარმოებლებისთვის მთავარ გამოწვევას საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტზე შემცირებული ფასები წარმოადგენს და ექსპორტის კლებაც ამით აიხსნება.

„საერთაშორისო ბაზარზე აზოტოვანი სასუქების ფასები შემცირებულია. ამიტომ ექსპორტის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. სადამდე წავალთ და რა ნიშნულზე გაჩერდება აზოტოვანი სასუქების ღირებულება არავინ იცის, ამიტომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ აზოტოვანი სასუქების ფასები განახევრებულია, მეტიც - 60%-ით არის შემცირებული“, - ამბობს ლევან ბურდილაძე.

მისი თქმით, ექსპორტის მოცულობის შემცირება დარგისთვის ნაკლები გამოწვევაა. კითხვაზე - რა ფაქტორებმა განაპირობა საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი კლება, ლევან ბურდილაძე რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.

„სასუქების ღირებულების შემცირების პირველი ფაქტორი რუსეთის მიერ სასუქების დაბალი ფასით რეალიზებაა, რაც ჩვენზეც მოქმედებს; მეორე ფაქტორი ევროპაში ბუნებრივი აირის ფასის შემცირებაა, სასუქების წარმოებაში ძირითადი ნედლეული გაზია; მესამე ფაქტორი, რამაც ფასის შემცირება გამოიწვია ის არის, რომ ევროპაში სეზონისთვის საჭირო სასუქები მომარაგებული აქვთ და მოთხოვნა შემცირებულია“, - განმარტავს „რუსთავის აზოტის“ გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის: 2022 წლის დასაწყისისა და ასევე სრული წლის განმავლობაში აზოტოვანი სასუქების ექსპორტი რეკორდულად იყო გაზრდილი. შესაბამისად, გასულ წელს საქართველოდან ჯამში ექსპორტზე 281 მლნ 420 ათასი დოლარის ღირებულების 462 215 ტონა აზოტოვანი სასუქი გაიყიდა. საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 135.5%-ით მეტი იყო, მოცულობის მიხედვით კი რეალიზება წლიურად სულ რაღაც 2.2%-ით იყო გაიზარდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვა, რომ საერთაშორისო ბაზარზე აზოტოვანი სასუქები ღირებულება გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები