მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Reuters-ი: Facebook-მა "პუტინის ბოტების’’ Instagram-ის გვერდები გააუქმა

5daebbd39e160
მიხეილ ხაჩიძე
22.10.19 19:20
1142

ცნობილმა სოციალურმა ქსელმა facebook-მა რუსეთში "ინსტაგრამის" მოქმედი  რიგი ანგარიშები გააუქმა. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, გვერდების ოპერატორები თავს შეერთებული შტატების მოქალაქეებად ასაღებდნენ  და პოლიტიკური მოწოდებებით შტატების მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.

 

Facebook-ის კიბერუსაფრთხოების მენეჯერის ნეთანიელ გლიჩერის განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნულ გვერდებს კავშირი ჰქონდათ რუსულ ორგანიზაცია IRA-სთან.


შეგახსენებთ, რომ აშშ მოსკოვის მთავრობას 2016 წლის არჩევნებში ჩარევაშიც ადანაშაულებს. კრემლი კი, ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

 

IRA სანკტ-პეტერბურგში რეგისტრირებული ორგანიზაციაა, რომელიც „ტროლების ქარხნის“ ასევე "პუტინის ბოტების" სახელითაა ცნობილი. ისინი 2013 წელს უკრაინის ომის დროს გააქტიურდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები