მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rooms Hotel-ი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გეგმავს

64709ee1d20ff
ვიქტორია მღებრიშვილი
27.05.23 00:00
1692
Rooms Hotel-ი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გეგმავს - ამის შესახებ BMG tv-ის გადაცემა „ბარში“ კომპანიის მმართველმა დირექტორმა ლევან ბერულავამ ისაუბრა.
„გადაწყვეტილია Rooms-ის ბონდების გამოშვება... ქართული ბონში“, - აღნიშნა მან.

„ჩვენ „თიბისი კაპიტალთან“ და „გალტ ენდ თაგარტთან“ ერთად ვიმუშავებთ. ამიტომ იყოს საჭირო ცალკე კომპანია გამოყოფილიყო, რომელშიც გაერთიანდება Rooms Kazbegi, Rooms Kokhta, Rooms Tbilisi, Rooms Batumi, რომელიც წელს გაიხსნება და Rooms Abastumani”, - აღნიშნავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია, თუმცა რა ღირებულების ან რა დროისთვის იგეგმება ფასიანი ქაღალდების გამოშვება არ აკონკრეტებს.

აღსანიშნია, რომ „აჭარა ჯგუფის“ 2 წლის წინ კომპანიის მმართველ რგოლის დატოვების შემდეგ ვალერი ჩეხერია და ლევან ბერულავა თემურ უგულავას შეთავაზებით "აჭარა ჯგუფში“ დაბრუნდნენ და ჰოსპიტალიტის მიმართულებით ახალ კომპანიას „რუმს ჰოტელს“ ჩაუდგნენ სათავეში.

ახალი კომპანია, რომლის 100%-იანი წილი მმართველი „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგია“ სამეწარმეო რეესტრში მიმდინარე წლის 1 მაისს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი ვალერი ჩეხერიაა, მმართველი დირექტორის პოზიციაზე კი ლევან ბერულავა დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები