მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჩივრები სახელისუფლებო ძალის არასათანადო გამოყენებასთან, დაშინებასთან იყო დაკავშირებული - ევროპარლამენტარი

617e7d8074e70
ვიქტორია მღებრიშვილი
31.10.21 15:30
929
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურის არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ინეს ვეიდერის განცხადებით, მთლიანობაში საარჩევნო პროცესი კარგად იყო ადმინიტრირებული, თუმცა გარკვეული დარღვევები ფიქსირდებოდა. ამის შესახებ მან ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის საქართველო ნომერ პირველ პარტნიორებშია, შესაბამისად საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე მუშაობის პროცესი შეუქცევადი უნდა იყოს.

ინეს ვეიდერმა ის დარღვევები დაასახელა, რომელიც ევროპარლამეტის სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა.

„ევროპარლამენტი, ევროკავშირში ერთადერთი პირდაპირი წესით არჩეული ორგანოა და ის 500 მლნ მოქალაქეს წარმოადგენს. მისი მიზანი დემოკრატიის განმტკიცებაა მთელს მსოფლიოში. ერთ-ერთი ამის საშუალება და საგარეო პოლიტიკის მიმართულება არჩევნებზე დაკვირვებაა. ჩვენი დელეგაცია ამჯერად ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაში შედის.

მინდა აღვნიშნო საქართველოს მოქალაქეების ჩართულობა არჩევნების მეორე ტურში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ სურვილს მიიღონ მონაწილეობა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მათ ცხოვრებას ეხება. როგორც პირველი ტურის დროს შეინიშნა, წინასაარჩევნო კამპანია, მიუხედავად იმისა რომ კონკურენტული გარემო იყო, კამპანიის ხელმისაწვდომობის, დანახარჯების თვალსაზრისით ის ორივე მხარისთვის ერთიან თანასწორ შესაძლებლობებს არ იძლეოდა.

მთლიანობაში საარჩევნო პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული. ვნახეთ უამრავი ქალის მყარი გადაწყვეტილება ხელი შეეწყოთ საარჩევნო პროცესისთვის. ჩვენი დაკვირვებით მეორე ტურში დასტურდება, რომ ძალიან ბევრი საჩივარი ძალადობასთან, სახელისუფლებო ძალის არასათანადო გამოყენებასთან, დაშინებასთან იყო დაკავშირებული.

საარჩევნო უბნებზე ყოველთვის არ იყო იმდენი ადგილი, რომ კოვიდ რეგულაციების დაცული ყოფილიყო. იმედი მაქვს, კოვიდ ვითარება გავლენას არ იქონიებს არჩევნების პროცესში ჩართულ პირებზე, რადგან დისტანცირება ამ დროს აუცილებელია.

ჩვენმა მეორე გუნდმა ზუგდიდში დააფიქსირა არეულობა საარჩევნო უბნებთან. ვიცით, რომ მედიასაშუალებებმა ზუგდიდში რამდენიმე უბანზე ეს ფაქტები გააშუქეს. როგორც ჩანს ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაფიქსირებას და მათ დაშინებას, ადგილობრივებმა მოსყიდვის ფაქტების შესახებაც მოგვახსენეს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს, როგორც გვითხრეს, აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით ვერ გადმოვიდნენ, რის შედეგადაც მათ არჩევანის უფლება აღეკვეთათ“, - ასე შეაფასა საქართველოში 30 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები