მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საერთაშორისო შედარებების პორტალი“ - საქსტატმა ახალი პროდუქტი წარადგინა

61700e361550e
BM.GE
20.10.21 16:31
650
საქსტატმა ახალი პროდუქტი „საერთაშორისო შედარებების პორტალი“ წარადგინა. პორტალი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში შეადაროს ქვეყნები ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით.

ამასთან, ვიზუალური ეფექტისთივს პორტალზე მონაცემებთან ერთად წარმოდგენილია ინტერაქტიული რუკა.

საქსტატის ცნობითვე, საერთაშორისო რეიტინგების ბლოკში წარმოდგენილია ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგები, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ადამიანის განვითარების ინდექსი და საკრედიტო რეიტინგები.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს საერთაშორისო საზოგადოება სტატისტიკის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ის 2010 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაწესდა. სტატისტიკოსებს პროფესიული დღე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმაც მიულოცა.

„ოფიციალური სტატისტიკის ძლიერი მომავალი პროფესიულ დამოუკიდებლობაზე, ობიექტურობასა და საზოგადოების ნდობაზეა დაფუძნებული. ეს მიმართულებები ჩვენთვის კვლავაც მნიშვნელოვან პრიორიტეტებად რჩება. მსოფლიო სტატისტიკის დღეს განსაკუთრებული მადლიერება გვსურს გამოვხატოთ ყველა სტატისტიკოსის მიმართ, მათი მნიშვნელოვანი როლისთვის სანდო და დროული სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და გავრცელებაში. სანდრო მონაცემები ხომ უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად და ეფექტიანი პოლიტიკის შესამუშავებლად“ - აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები