მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი ₾270.1-ით გაიზარდა - როგორია საშუალო ხელფასი დარგების მიხედვით?

648c0f089394a
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.23 11:31
4690
2023 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7%-ით (270.1 ლარით) გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის I კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 761.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით გაიზარდა 23.8%-ით);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 631.3 ლარი (გაიზარდა 55.2%-ით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 386.8 ლარი (გაიზარდა 21.6%-ით);
• მშენებლობა - 2 145.5 ლარი (გაიზარდა 14.7%-ით).

2023 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 375.7 ლარით, ხოლო კაცების - 2 053.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 190.9 ლარი (16.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 358.1 ლარი (21.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალების ხელფასს აღემატებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები