მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იცვლებოდა მედპერსონალის ხელფასები 2010-დან 2022 წლამდე? - სტატისტიკა

63e1ff0789fa0
ინგა მურუსიძე
07.02.23 11:53
971
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თუკი 2010 წელს ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 448 ლარი იყო, 2022 წლის მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 1 429 ლარს შეადგენს.

ინფორმაცია აღნიშნულია საქსტატის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ გაგზავნილ წერილში.

ვაშაძემ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია მედპერსონალის საშუალო, მედიანური, მინიმალური, მაქსიმალური ხელფასის შესახებ წლების მიხედვით. საქსტატის წერილში აღნიშნულია, რომ მინიმალური და მაქსიმალური ხელფასების შესახებ საქსტატი ინფორმაციას არ ფლობს.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, წლების მიხედვით ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ნომინალური ხელფასი ასე განისაზღვრებოდა:

2010 წელი - 448.2 ლარი
2011 წელი - 513.2 ლარი
2012 წელი - 592.9 ლარი
2013 წელი - 659.3 ლარი
2014 წელი - 745.8 ლარი
2015 წელი - 854.4 ლარი
2016 წელი - 916.4 ლარი
2017 წელი - 964.2 ლარი
2018 წელი - 990.6 ლარი
2019 წელი - 1 055.3 ლარი
2020 წელი - 1 108.1 ლარი
2021 წელი - 1 331.1 ლარი
2022 წელი(მე-3 კვარტალი) – 1 429.3 ლარი

საინტერესოა სტატისტიკური მაჩვენებლები, რაც ეხება ნომინალური ხელფასების სხვაობას ქალსა და კაცს შორის, საქსტატის მაჩვენებლებით, ანაზღაურება ქალებს თითქმის ორჯერ ნაკლები აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემებში არ არის ჩაშლილი ინფორმაცია, თუ რა პოზიციები უკავიათ მათ ამა თუ იმ სამსახურში.

ინფორმაციისთვის, მაჩვენებლები არ მოიცავს 2022 წლის სრულ მაჩვენებელს, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.

ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაიზრდება. 2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში - 9 ლარი , ექთნის კი 5.6 ლარი გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები