TBC Capital-ის მომხმარებელთა უნაღდო დანახაჯების დინამიკის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში, ჯამური უნაღდო დანახარჯების ზრდა მცირედით გაუმჯობესდა და წლიურად 8% შეადგინა, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობის წლიური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზეა 26%-ს უტოლდება.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის სექტემბრის თვეში, უნაღდო დანახარჯები გაიზარდა და ზრდამ 2021 წელთან შედარებით 33% შეადგინა. სურსათზე ტრანზაქციის საშუალო დანახარჯი კვლავ 16 ლარს უტოლდება.
2022 წლის სექტემბერში, თიბისი ბანკის არხებით სექტორების მიხედვით უნაღდო დანახარჯების დინამიკა ასე გამოიყურება:
• სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდა გაუმჯობესდა და წლიურად 41% შეადგინა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი მცირედით გაიზარდა და 356 ლარს გაუტოლდა.
• არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი, მცირედით შენელდა, თუმცა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა და 2019 წელთან შედარებით 37% შეადგინა;
• რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯები შენელდა და 2021 წელთან შედარებით 52% შეადგინა. საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე 29 ლარამდე შემცირდა;
• გართობაზე უნაღდო დანახარჯები გაუმჯობესდა და წლიურმა ზრდის ტემპმა 82% შეადგინა;
• ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები შემცირდა და 26% შეადგინა, ხოლო ტრანზაქციის საშუალო ღირებულება 106 ლარამდე გაიზარდა;
• სხვა საცალო მაღაზიებში უნაღდო დანახარჯები სტაბილურია და წლიურმა ზრდამ 2022 წლის სექტემბრის თვეში 18% შეადგინა;
• ახალი გაცემული იპოთეკური სესხების ზრდა შენელდა და 2022 წლის სექტემბერში თვეში ზრდის ტემპმა 2021 წელთან შედარებით -2.5% შეადგინა;
• 1-29 სექტემბრის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა და +30% წლიური ზრდა დაფიქსირდა;
• სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა შენელდა და 2021 წელთან შედარებით 27% შეადგინა;
• ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა დაბალ ნიშნულზეა და 2021 წლის დონესთან შედარებით 14% შეადგინა;
• ავეჯსა და მოწყობილობებზე ხარჯვა შემცირდა და წლიური ზრდა 33%-ს გაუტოლდა;
• საწვავზე უნაღდო დანახარჯების ზრდა შემცირდა და წლიურად 5% შეადგინა. საშუალო დანახარჯი ტრანზაქციაზე კვლავ მაღალ ნიშნულზეა და 59 ლარს უტოლდება;
• მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა შენელდა და 2021 წელთან შედარებით 33%-ს გაუტოლდა. საშუალო დანახარჯი ტრანზაქციაზე სტაბილურია და 88 ლარი შეადგინა;
• ფარმაციაზე თიბისი ბანკის არხებით განხორციელებული ხარჯები გაუმჯობესდა და წლიურად 14%-ს გაუტოლდა. უნაღდო დანახარჯები პირად ჰიგიენაზე სტაბილურია და ზრდის ტემპმა 24% შეადგინა 2021 წელთან შედარებით;
• ექიმთან ვიზიტებზე გაიზარდა და წლიურმა ზრდამ 22% შეადგინა. სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი მცირედით შემცირდა და 9%-ს გაუტოლდა 2021 წელთან შედარებით.




























