მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სასტუმროებში ფასები 50%-ით არის შემცირებული” - OLD TOWN MTATSMINDA

61cb1d38dff66
ანუკა ჯოხაძე
28.12.21 23:40
785
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდნეობამ იკლო. მათი განმარტებით, ამის მთავარი მიზეზი ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია. ტურისტული კომპანიები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ტურისტები კი ჩამოდიან, თუმცა ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან.

სასტუმრო OLD TOWN MTATSMINDA-ს დამფუძნებელი ირაკლი გვეტაძე ამბობს, რომ ევროპიდან უფრო მეტად ჯგუფური, ორგანიზებული ტურების რაოდენობამ იკლო, თუმცა ტურისტები ინდივიდუალურად ევროპული ქალაქებიდან მაინც ჩამოდიან.

გვეტაძე BM.GE-თან საუბარში კიდევ ერთ პრობლემას ასახელებს, კერძოდ საქართველოში ჩამოსული ტურისტები შემცირებული ფასების გამო ბევრად ნაკლებს ხარჯავენ, რადგან დაბალი მოთხოვნის გამო, სასტუმროებს ფასები განახევრებული.

“ტურისტის ბრალი კი არ არის, რომ ბევრ ფულს ვერ ხარჯავს, ის იმიტომ ვერ ხარჯავს ბევრ ფულს, რომ ადრე თუ სასტუმროებში ერთი ღამე 200-300 ლარი ღირდა, დღეს 70-80 ლარი ღირს. შესაბამისად, ადრე თუ ტურისტი 200 ლარს იხდიდა, დღეს აღარ იხდის, ფასის შემცირების გამო. ზოგადად მსოფლიოში ტურიზმი გაიაფდა, ამის მაგალითია ის, რომ მეზობელმა თურქეთმა სასტუმრო ინდუსტრია დღგ-სგან გაათავისუფლა. ეს იმიტომ გააკეთა, რომ ისედაც შემცირებული ფასების ფონზე, ისინი ვერ აუდიოდნენ ხარჯებს. ეს მარტო საქართველოში არ ხდება. თუ ვინმე პანდემიამდე თურქეთის მოგზაურობაში 3000 დოლარს იხდიდა, დღეს 2000 დოლარად შეიძლება წავიდეს. ეს მოგზაურის ბრალი არ არის, ასეთი ფასები დაადგინა ბაზარმა”, - აცხადებს სასტუმრო OLD TOWN MTATSMINDA-ს დამფუძნებელი ირაკლი გვეტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები