მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შიდა ქართლში 380 000 ლარის ინვესტიციით ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

6083d4b7b7caf
თელარა გელანტია
24.04.21 12:19
908
შიდა ქართლში, სოფელ თორტიზაში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ფერმერმა ზურაბ მერებაშვილმა სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად, ჯამურად, 380,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 300,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. USAID-ის „სოფლის მეურნეობის პროგრამის“ დახმარებით კი ფერმერმა 480 კვადრატულ მეტრ ფართობზე ცივი შენახვის საწყობი მოაწყო.

სამაცივრე მეურნეობაში 300 ტონას პროდუქციის შენახვაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია გათვალისწინებულია ადგილობრივ ბაზარზე. მეურნეობაში მუდმივად - 5, სეზონურად კი 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
პროექტით 80-მდე მცირე ფერმერი ისარგებლებს.

სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობითვე, ზურაბ მერებაშვილი სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარიცაა. ფერმერმა 2016 და 2020 წლებში, 5 ჰექტარზე ვაშლის, ბლისა და მსხლის ბაღების გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 51,000 ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 45,000 ლარი - ნერგების შესაძენად, ხოლო 6,000 ლარზე მეტი - წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის.

ფერმერი „დანერგე მომავალის“ ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის დაბინავებას სამაცივრო მეურნეობაში ახდენს.

ახალი სამაცივრე მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მამუკა საღარეიშვილმა და USAID საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა გახსნეს.
ცნობისთვის: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და სამაცივრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 165 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 1,645 სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 25,700,000 ლარზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები