WSJ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს.
ომის დაწყების შემდეგ ჩინეთის ლიდერთან ეს ზელენსკის პირველი საუბარი იქნება. მოსალოდნელია, ეს სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ მოხდება. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ლიდერის რუსეთში ჩასვლა შემდეგ კვირაში გეგმავს.
თავის მხრივ, პუტინმა სი ძინპინი მოსკოვში მიიპატიჟა ონლაინ მოლაპარაკებების დროს, რომელიც გასული წლის ბოლოს გაიმართა, მაგრამ მაშინ ჩინეთის ლიდერს საპასუხო გამოსვლაში მიწვევა არ უხსენებია.
ჩინეთის ლიდერსა და ზელენსკის შორის პირდაპირი მოლაპარაკება მართლაც თუ შედგა, ეს ბეიჯინგის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს.
უკრაინის პრეზიდენტთან შესაძლო საუბარზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ინფორმაციას ვერ დაადასტურებენ. თეთრი სახლში მიესალმნენ სი ძინპინი-ზელენსკის შესაძლო პირდაპირ მოლაპარაკებებს და განაცხადეს, რომ ჩინეთის ლიდერს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს კონფლიქტის “არა მარტო რუსული, არამედ უკრაინული პერსპექტივაც”.




























