მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სჯობდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში დარჩენილიყო - ბიუ-ბიუს დამფუძნებელი დავითაშვილზე

6203c69ca5da0
BM.GE
09.02.22 18:20
3001
კომპანია „ჩირინას“ (ბრენდი „ბიუ-ბიუ“) დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე სამთავრობო ცვლილებებს აფასებს. ბიზნესმენის აზრით,  ეკონომიკის ახალმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ამ წლების მანძილზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმხელა გამოცდილება დააგროვა, უმჯობესი იყო, იქ დარჩენილიყო.

“ეკონომიკის სამინისტროში უფრო ბევრი სამუშაო ექნება. სჯობდა სოფლის მეურნების სამინისტროში ყოფილიყო, რადგან მთელი ამ წლების მანძილზე დიდი გამოცდილება მიიღო ამ სფეროში და საკითხებიც იცის. ჩემი აზრით, როცა ადამიანი ასე კარგად ერკვევა საკითხებში იქ უნდა იმუშაოს, თუმცა ახლა სხვაგან მიდის”,-ამბობს ვაშაკიძე.

კითხვაზე რა პრობლემები დატოვა დავითაშვილმა სამინისტროში, რაზეც ახლა მის მოადგილეს მოუწევს მუშაობა, „ბიუ-ბიუს“ დამფუძნებელი იმპორტდამოკიდებულების შემცირებას ასახელებს და ამბობს, რომ საქართველოში საკმარისი ტერიტორიაა ისეთი პროდუქტების მოსაყვანად როგორებიცაა: სიმინდი, ხორბალი, რათა იმპორტდამოკიდებულება შემცირდეს.

“მეორე საკითხია სუბსიდირება. ჩემი აზრით, ბიუჯეტიდან სუბსიდირება უნდა შეწყდეს ყურძნის წარმოებასა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს გამოწვევებს, საქართველოში ყველაფერის შემოტანა შეიძლება. ამიტომ, საბაჟოზე გარკვეულ პროდუქტზე კვოტირება უნდა დაწესდეს”,-ამბობს ვაშაკიძე.

დღეს, 9 თებერვალს, პრემიერმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი დანიშნა. დავითაშვილი აქამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს საქმიანობას ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს კი დავითაშვილის მოადგილე ოთარ შამუგია დაიკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები