მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სსიპ-ებსა და აიპ-ებში შტატგარეშედ დასაქმებულთა რაოდენობა 43 ათასამდე გაიზარდა

6364d37fd4ac3
BM.GE
04.11.22 13:02
1171
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მთავრობის დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა და აიპ-ებში 43.5 ათასი შტატგარეშე დასაქმებულია. ეს მთლიანად ამ უწყებებში არსებული სამუშაო ძალის - 91.6 ათასის თითქმის ნახევარია.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სსიპ-ებსა და აიპებში შტატგარეშეთა რიცხვი 35.4 ათასი იყო, შესაბამისად ბოლო ერთ წელში ამ მიმართულებით ზრდა 8 ათასია.

გაზრდილია მთლიანი სახელფასო ხარჯებიც, თუკი გასული წლის 9 თვეში ამ ორგანიზაციებმა 308 მილიონის ანაზღაურებები გასცეს, წელს ეს თანხა 352 მილიონს შეადგენდა, თუმცა მათ შორის რა იყო შტატგარეშე დასაქმებულთა ხელფასები მითითებული არაა.

სსიპ-ებისა და აიპ-ების გარდა, შტატგარეშეთა რიცხოვნობა და სახელფასო დანახარჯები გაზრდილია მთლიანად საჯარო სექტორშიც. წელს 9 თვეში ამ კატეგორიით დასაქმებულებზე 307 მილიონი ლარის ხელფასები გაიცა, რაც გასულ წელთან შედარებით 51 მილიონით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები