მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Stack-მა ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში უმსხვილესი $2.5-მილიონიანი მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა

61c5b26b2ac39
მარიამ იზორია
24.12.21 23:00
755
Stack-მა ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემაში უმსხვილესი $2.5-მილიონიანი მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა.

როგორც bm.ge-ს Stack-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დაჩი გუბაძემ განუცხადა, ამ საინვესტიციო რაუნდის შემდეგ სტარტაპს უკვე მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყნიდან 11 ინვესტორი ჰყავს, მათ შორის ისეთი ცნობილი საინვესტიციო ფონდები, როგორიც არის Peak Capital-ი, Lunar ventures-ი, საერთაშორისო კორპორაციები, მათ შორის Telefonica და ასევე ინდივიდუალური ინვესტორები.

“ამ საინვესტიციო რაუნდის შემდგომ ჩვენ უკვე მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყნიდან 11 ინვესტორი გვყავს. თანხა Stack-ის შემდგომ განვითარებას და ე.წ კოლაბორაციული ბრაუზერის შექმნას მოხმარდება. მაისში საკმაოდ მნიშვნელოვან ივენთს ვგეგმავთ, ამ კოლაბორაციული ბრაუზერის პირველი ვერსია, სწორედ მაგ დროისთვის გამოვა”, - განმარტავს დაჩი გუბაძე.

ცნობისთვის, ქართული სტარტაპი Stack-ი ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და 15 ადამიანს აერთიანებს. სტარტაპმა განსხვავებული კონცეფციის ინტერნეტ ბრაუზერზე დაიწყო მუშაობა, რომელიც მომხმარებლის პროდუქტიულობას გაზრდიდა. არსებული პროდუქტების განვითარების პარალელურად, გუნდი დაახლოებით ნახევარი წელია, რაც Stack-ის ახალ ვერსიაზე მუშაობს, სტარტაპმა უმსხვილესი ინვესტიცია სწორედ ამ იდეის განხორციელებისთვის მოიზიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები