მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBCPayments.ge - გადახდების ყველაზე მოქნილი პლატფორმა ბიზნესებისთვის

62d9217c9723b
BM.GE
21.07.22 13:50
750
Tbcpayments.ge ბიზნესების ცხოვრების გასამარტივებლად შეიქმნა. პლატფორმა ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის სასურველი გადახდის პროდუქტები ონლაინ შეუკვეთონ და ონლაინ რეჟიმშივე მართონ პოს ტერმინალებსა და ელ კომერციაში გატარებული ტრანზაქციები.

ვებ-გვერდზე ფუნქციონირებს გადახდების სივრცე, სადაც ავტორიზაციის/შესვლის შემთხვევაში, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ:

• ლაივ რეჟიმში იხილონ ტრანზაქციები
• მიიღონ ამონაწერი მათთვის სასურველ დროს
• აწარმოონ ტრანზაქციების ანალიტიკა
• მოითხოვონ საგადახდო პროდუქტი
• აღრიცხონ შემოსავლები

ვებ-გვერდზე ასევე წარმოდგენილია გადახდის პროდუქტები, როგორც სავაჭრო, სასტუმრო და კვების ობიექტებისთვის, ისე ელექტრონულ კომერციაში ჩართული ონლაინ ბიზნესებისთვის. Tbcpayments.ge-ზე შეხვდებით გადახდის ტერმინალების უახლეს მოდელებსა და თანამედროვე, მოქნილ ონლაინ გადახდის სისტემებს, როგორიცაა: თიბისი ელ კომერცია და ბმულით გადახდა.

გადახდის სივრცეში შესვლა მარტივად, ინტერნეტბანკის მონაცემებითაა შესაძლებელი.
გადახდების სივრცის ფუნქციონალით TBCPayments.ge -ზე უკვე 2500 კომპანია სარგებლობს.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: tbcpayments.ge

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები