უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესზე სახელწიფოების ახალი ალიანსის U-24-ის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის და კატასტროფების შექმნის შემთხვევაში 24 საათში ეფექტიან რეაგირებას შეძლებდა.
ჩვენ უკვე გავხდით ანტისაომარი კოალიციის ნაწილი, რომელმაც ძალიან ათეულობით სახელმწიფო გააერთიანა. ის სახელმწიფოები, რომლებმაც პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებაზე, შეჭრილიყო უკრაინაში, პრინციპული რეაგირება მოახდინეს.
გთავაზობთ, შევქმნათ გაერთიანება U-24 - United for Peace. პასუხისმგებლიანი სახელმწიფოების ალიანსი, რომლებსაც კონფლიქტის შესაჩერებლად ძალა და სინდისი გააჩნიათ. გაჭიანურების გარეშე, 24 საათში ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინოს, თუ საჭირო იქნება იარაღით, ან სანქციებით, ან ჰუმანიტარული დახმარებით, პოლიტიკური მხარდაჭერით, თუ ფინანსურად“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი განმარტებით, ასეთი გაერთიანებას შეეძლება დახმარების აღმოჩენა მათთვის ვინც სტიქიურ უბედურებას, ტექნოგენურ კატასტროფას, ჰუმანიტარულ კრიზისს ან ეპიდემიას ებრძვის.
„ახლა რომ ასეთი ალიანსი ყოფილიყო შექმნილი, მჯერა, 1 000-ობით სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი გახდებოდა“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.




























