მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთის სისუსტეა, რომ რუსეთის ბირთვული ინდუსტრია სანქცირებული არ არის - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

დავოსის “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” მეორე დღეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სპეციალური მიმართვა შედგა, რომელშიც მან რუსეთთან ერთად, დასავლეთიც გააკრიტიკა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ფაქტი, რომ რუსეთის ბირთვული ინდუსტრია, ჯერჯერობით, გლობალურად სანქცირებული არ არის, დასავლეთის სისუსტეზე მიუთითებს.

“ის ფაქტი, რომ რუსეთის ბირთვული ინდუსტრია გლობალურად სანქცირებული არ არის, როცა პუტინი ერთადერთი ტერორისტია, რომელმაც ატომური ელექტროსადგური მძევლად აიყვანა - დასავლეთის სისუსტეზე მიუთითებს”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.

ის, რაზედაც უკრაინის პრეზიდენტი საუბრობს, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ატომურ ელექტროსადგურს უკავშირდება, რომელიც 2022 წელს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მოექცა. მას შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, მისი შინაარსიდან და კატასტროფის მაღალი რისკებიდან გამომდინარე, რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურ საკითხად იქცა.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომელსაც ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების დამფუძნებლები, ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეებისა და პოპულარული კულტურის წარმომადგენლები ესწრებიან. დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” საქართველო ოფიციალური დელეგაციითაა წარმოდგენილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ფორუმი 15 იანვარს დაიწყო და 19 იანვარს დაიხურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები