მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

USAID-მა ომის დაწყებიდან უკრაინას $4 მილიარდის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება გაუწია

62ce707c41618
მარიამ ვარადაშვილი
13.07.22 11:46
528
აშშ უკრაინას 1.7 მილიარდი დოლარით დაეხმარება. პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება USAID-ისა და აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მეშვეობით მოხდება. როგორც USAID-ის განცხადებაშია აღნიშნული, დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება მსოფლიო ბანკის ჩართულობითაც მოხდა. გამოყოფილი დახმარება უკრაინის ბიუჯეტის დეიციფიტის შემსუბუქებას მოხმარდება. ამასთან, უკრაინის მთავრობას მიეცემა შესაძლებლობა, გააგრძელოს კრიტიკული საჭიროებების დაფინანსება, მათ შორის ისეთი სერვისების უზრუნველყოფა, როგორებიცაა ჯანდაცვა და სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასის გადახდა.

ამ დროისთვის USAID-ის მიერ უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება 4 მილიარდ დოლარს აღწევს.

USAID-ის განცხადებითვე, რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ, ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ ქვეყანასთან, რათა უკრაინელებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელი მიუწვდებოდეთ. ამავე დროს უკრაინამ უპასუხოს განხორციელებულ კიბერთავდასხმებს და ენერგეტიკულ სექტორში არსებულ საფრთხეებს. აშშ-ის მიერ საბიუჯეტო დახმარებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი "ტვიტერზე" უკვე გამოეხმაურა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა.

"1.7 მილიარდი დოლარის მოცულობის საგრანტო დახმარება შემოვა უკრაინის ბიუჯეტში მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდისგან და USAID-სგან. ეს არის აშშ-ის მიერ გაცემული რიგით მეორე გრანტი ბოლო ორ კვირაში. მადლიერები ვართ აშშ-სა და ჯო ბაიდენის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის", - წერს შმიგალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები