მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე წინ წაიწიეს - ალექსანდრ სირსკი

სს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე წინ წაიწიეს, ზოგიერთი მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები ერთიდან სამ კილომეტრამდე დაწინაურდნენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.

სირსკის თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ყველა ღონისძიება გეგმის მიხედვით მიმდის.

სამი დღის წინ ალექსანდრ სირსკის ცნობით, უკრაინა რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდა და კონტროლი დამყარებული ჰქონდათ 40 კვადრატულ კილომეტრზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები