მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის €4,2 მილიარდის დახმარებას მხარი დაუჭირა

სს

ევროპულმა საბჭომ Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი.

ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში ეს რეგულარული გრანტებისა და სესხების პირველი ტრანშია.

"მიღებული გადაწყვეტილებით ევროკავშირის საბჭომ დაადასტურა, რომ უკრაინამ სახსრების მიღებისთვის “უკრაინის გეგმაში” გათვალისწინებული ყველა საჭირო პირობები და რეფორმები დააკმაყოფილა. აღნიშნული რეფორმები ეხებოდა ფინანსების საჯარო მართვას, სახელმწიფოს მმართველობაში მყოფი კომპანიების მართვას, ბიზნეს გარემოს, ენერგიასა და განაღმვას. ასევე აღნიშნულია სახსრების რაც შეიძლება სწრაფად გადაცემის მნიშვნელობა უკრაინაში მძიმე ფისკალური ვითარებიდან გამომდინარე", - წერია განცხადებაში.

Ukraine Facility არის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა 2024 წლის თებერვალში ერთხმად დაამტკიცეს. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ 2024 – 2027 წლებში უკრაინას მხარდასაჭერად საერთო ჯამში 50 მილიონი ევრო უნდა გადაეცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები