ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა იწყება, ორდღიან შეხვედრაზე 27 ქვეყნის ლიდერმა გაფართოების, უკრაინასა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. განსახილველ საკითხთა შორისაა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მაკრო-ფინანსური დახმარების გაწევასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისზე.
სხდომის დაწყების წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ჰკითხეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რაზედაც მან შემდეგი განაცხადა:
- (კითხვა) What about Georgia’s Candidate status? რისი თქმა შეგიძლიათ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე?
- (პასუხი) Georgia is okay, it’s done. საქართველოზე მორჩა, დასტურია.
- (კითხვა) What does it mean that it’s done? რას ნიშნავს მორჩა, დასტურია?
- Everybody Loves you. ყველას უყვარხართ - განაცხადა ორბანმა.
უკრაინასთან მიმართებით კი ვიქტორ ორბანი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას არ ემხრობა, მისი თქმით, უკრაინამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 7 წინაპირობიდან 3 მიმართულებით პროგრესი ვერ აჩვენა.
“უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნას არ ვუჭერთ მხარს. ევროკომისიამ განსაზღვრა 7 პრიორიტეტული საკითხი უკრაინისთვის, მათგან 3 საკითხზე პროგრესი არ ყოფილა. ეს ჩვენი განსაზღვრული წინაპირობები არ ყოფილა, ისინი კომისიამ განსაზღვრა. ჩემი შეფასებით 3-ზე მეტიც არ შესრულებულა. ამიტომ არ ვუჭერ მხარს მოლაპარაკებების გახსნას უკრაინასთან მიმართებით,”- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ევროპული საბჭოს ლიდერთა სხდომა 14-15 დეკემბერს იმართება.