მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვფიქრობ, მომავალ წელს ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების რიცხვი 15-20%-ით გაიზრდება”-კახა შენგელია

64aff3e453568
ანუკა ჯოხაძე
14.07.23 01:00
712
უმაღლესი განათლების მაძიებელი უცხოელი სტუდენტებისთვის საქართველო სულ უფრო საინტერესო ხდება-ამას ის ბოლო კვლევა ადასტურებს, რომელიც ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ ბოლო ტენდენციებს აერთიანებს. საინვესტიციო ბანკის ანგარიშის მიხედვით, უცხოელი სტუდენტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა 2022/23 წლებში ინდოელი სტუდენტების უკრაინიდან საქართველოში გადმოსვლას უკავშირდება. უმაღლეს სასწავლებში უცხოელი სტუდენტების წილი 15.2%-ია, რაც ევროკავშირისა და ამერიკის მაჩვენებლებს მნიშნელოვნად აღემატება.

კავკასიის უნივერსიტეტში სხვა და სხვა ქვეყნიდან ამ დროისთვის სულ 1000 უცხოელი სტუდენტი ირიცხება. კახა შენგელიას თქმით, ტენდენცია მზარდია და მომავალი სასწავლო წლისთვის დამატებით 15-20%-იან ზრდას ელოდებიან.

“ჩვენთან დღეს სწავლობა 1000-ზე მეტი უცხოელი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან და ეს ციფრი ძალიან სწრაფად მზარდია. მოთხოვნა მზარდია არამარტო მედიცინაზე იზრდება მოთხოვნა კომპიუტერულ მეცნიერებებზე, ბიზნესზე, ფსიქოლოგიაზე. იზრდება მოთხოვნა საერთაშორისო ურთიერთობებზე, თითქმის ყველა მიმართულებაზე მზარდია მოთხოვნა უცხოელი სტუდენტების მხრიდან. ეს არის არა მარტო აზია, არამედ ეს არის აფრიკაც, ახლო აღმოსავლეთიც, ისრაელიც.

ჩვენთან არიან ევროპელებიც, რაც ძალიან მახარებს, ჩვენთან ჩამოდიან და ფულს იხდიან იმაში, რომ ქართული განათლება მიიღონ. ლაპარაკია ფრანგებზე, გერმანელებზე, ჰოლანდიელებზე. პროგნოზი ძალიან კარგი არის, ბაზარი კიდევ გაიზრდება. ბოლო თვეებია ამას არანაირი დაბრკოლება არ აქვს სახელწმიფოს მხრიდან გამარტივდა ვიზების გაცემის საკითხიც და მოგვარდა.

დღეს 35 000 უცხოელი სტუნდეტი სწავლობს ქვეყანაში. ჩვენი გათვლებით, არ ვეყრდნობით არცერთ კვლევას, ვფიქრობთ რომ ეს მონაცემები 15-20%-ით გაიზრდება მომავალ წელს, თუ რამე ბუნებრივი ბარიერი არ შეიქმნება.”-ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა შენგელია.

ცნობისთვის, galt & taggart-ის კვლევის მიხედვით, უცხოელი სტუდენტების მზარდ რაოდენობას თავისი ეფექტი ჰქონდა უმაღლესი სასწავლებლების შემოსავლებზეც. ბოლო 10 წელში ის 83 მილიონიდან 312 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები