მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის პირველ ნახევარში შუახევი ჰესმა 400 მლნ კვ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა

64b17f8d2d04b
BM.GE
14.07.23 21:30
899
შუახევი ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავების საუკეთესო მაჩვენებელს წლის პირველ ნახევარში მიაღწია - ინფორმაციას „აჭარისწყალი საქართველო“ ავრცელებს. 

,,შუახევი ჰესმა ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, პირველად გამოიმუშავა 400 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია წლის პირველ ნახევარში. ამ პროცესს ხელი შეუწყო გახანგრძლივებულმა წვიმამ. ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი გუნდის წარმატებული საქმიანობა დაგეგმვაში, რესურსების ოპტიმიზაციასა და ასევე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარდაჭერა ელექტროენერგიის მიწოდების პროცესში.

შუახევი ჰესი ოპერირებაში შესვლის დღიდან აძლიერებს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისკენ სვლას“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სატიშ ბჰატმა.

შუახევი ჰესის ოპერირებაში 2020 წელს შევიდა. შუახევი ჰესი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროექტს ქართული ენერგო სექტორისთვის, რომელიც დაახლოებით 4 პროცენტით ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას და აძლიერებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები