მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე დიდი მოთხოვნა სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სფეროში მომუშავე სამუშაო ძალაზეა - კვლევა

6334036685b38
მარიამ იზორია
29.09.22 20:00
674
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევის - „განათლება დასაქმებისთვის“ მიხედვით, სადაც ადგილობრივი შრომის ბაზარია შეფასებული, ის ბარიერებია შესწავლილი, რომელიც დასაქმების მსურველებს და დამსაქმებლებს ხვდებათ.

აღნიშნულიდან ირკვევა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა პროფესიულ სასწავლებლებთან არ თანამშრომლობს. ამასთან, პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში დასახელდა, ყველაზე ნაკლები, კი ქვემო ქართლში.

კვლევის მიხედვით, დასახელებულ რეგიონებში ყველაზე დიდი მოთხოვნა სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სფეროში მომუშავე სამუშაო ძალაზეა, ყველაზე ნაკლები კი - მენეჯერულ პოზიციებზე.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბიზნეს სუბიექტების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე ძირითადი მოთხოვნა საშუალო და დაბალი საფეხურის განათლების ან პროფესიულ განათლების მქონე კადრებზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები