მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

0 ლარი - აპრილში საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ შემდგარა

644be6af11dfc
გიორგი თოლორდავა
28.04.23 19:28
2441
აპრილი საქართველოს საფონდო ბირჟისთვის (GSE) უაღრესად არასახარბიელო შედეგით დასრულდა: ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ შემდგარა, შესაბამისად, საშუალო ბრუნვამ 0 ლარი შეადგინა, რაც მინდინარე წლის ყველაზე ცუდი შედეგია. 

0-ლარიანი ბრუნვა გასული წლებისათვის დამახასიათებელი შედეგი იყო, 2021-22 წლებში თვეების განმავლობაში ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ ხორციელდებოდა.

ცნობისთვის, გასულ 2022 წელს ბირჟაზე საერთო ჯამში 34 გარიგება შედგა, რომელთა საერთო მოცულობა 6.6 მილიონ ლარს შეადგენდა.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 748 მილიონ დოლარს შეადგენს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები