საპროტესტო აქციის მონაწილეების რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ მიემართებიან.
როგორც tv პირველთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღეს, მაგრამ სავარაუდოდ, იმიტომ, რომ დილის 07:00 საათისკენ საპოლიციო ძალებს მათი დარბევა არ დაეწყო.
"თავისუფლება გვინდა! ევროკავშირში შესვლა გვინდა!", - ამბობენ აქციის მონაწილეები.
რაც შეეხება სპეციალური დანიშნულების რაზმს, ისინი რუსთაველის გამზირზე რჩებიან. ამ წუთებში სპეცტექნიკა ტოვებს რუსთაველს და თავისუფლების მოედნისკენ მიდის.
პოლიციელები კი, რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით დაიძრნენ, სავარაუდოდ, ჭავჭავაძის გამზირისკენ.
უკვე მეექვსეა დღეა, სპეცრაზმი ძალის გამოყენებით შლის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე.