მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალი კვლავ საპროტესტო აქციას მართავს

64213b4ba7845
ინგა მურუსიძე
27.03.23 10:49
542
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მყოფი ექიმები და სხვა დამხმარე პერსონალი კლინიკის დირექტორს კაბინეტში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ექიმი ამბობს, ისინი სამსახურის დაკარგვას აპროტესტებენ.

„პროცესები ისე ვითარდება, რომ დასკვნა მარტივია - ამ ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულების აშენების თემა დიდი ტყუილია. ქრონოლოგიურად სიტუაცია მიდის იქით, რომ სტაფი ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვიღებთ. დაიწყონ მშენებლობა, თუმცა ძალიან მეეჭვება, რომ სამ წელიწადში აქ კლინიკა იყოს. რეალურად, ყველაფერი შედარებითია, შეიძლება ითქვას, რომ კლინიკაში არის დეპარტამენტები, რომლებსაც შეუძლია ფუნქციონირება“, - ამბობს ექიმი ეკატერინე კუპატაძე და დასძენს, რომ სავარაუდოდ, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორია არასამედიცინო მიზნებისთვის უნდათ.

შეგახსენებთ: რესპუბლიკური საავადმყოფოს ორი დეპარტამენტი უკვე დაიხურა. მედპერსონალი ამბობს, რომ 1000-მდე ადამიანი უმუშევრად რჩება. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კლინიკა არ დაიხურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები