მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს

ბიუჯეტი

დღეს, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს.

ექიმები პერმანენტულ აქციებს მართავენ უკვე რამდენიმე დღეა და ისინი კლინიკის დანგრევის პროცესის შეჩერებას ითხოვენ.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს გადასარჩენად ყველა თქვენგანის მხარდაჭერა გადამწყვეტია!“, - ნათქვამია აქციის მონაწილეების მიმართვაში.

თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 15:00 საათზე მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს შეხვდება. bm.ge-იმ ექიმებს ჰკითხა, გადაიდება თუ არა შეხვედრის მოტივით აქცია, თუმცა მათი ინფორმაციით, სამინისტროსთან მიდიან და დანარჩენი იქ გადაწყდება.

შეგახსენებთ, მთავრობა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მოქმედი შენობის დემონტაჟს და ახალი კლინიკის აშენებას გეგმავს. საავადმყოფოს მოქმედ 600-მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის კომპენსაციებს სთავაზობს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მათ გადაწყვეტილების მისაღებად 15 დღე აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები