რესტორნებს 23:00 საათის შემდგომ ოპერირების შეზღუდვა ეხსნებათ - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. მისი განმარტებით შეზღუდვა 1 დეკემბრიდან მოიხსნება, ხოლო დანარჩენი რეგულაციები ძალაში დარჩება.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს, რომლებსაც 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე პასპორტით, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე, ანუ ისინი თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმდენი ხანი შეძლებენ მუშაობას, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან“, - განაცხადა ღიბრაძემ.




























