მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1-ელ ნოემბრამდე უნებართვოდ მომუშავე ტაქსის მძღოლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ - საკანონმდებლო ცვლილება დამტკიცებულია

ტაქსი

პირები, რომლებმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ტაქსის მომსახურება მომხმარებელს უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით მიაწოდეს, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. პარლამენტმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტს 79 ხმით, III მოსმენით მხარი დაუჭირა.

აღნიშნული შეღავათის ინიციატორი დედაქალაქის მერია იყო და კახა კალაძემ ჯარიმების ჩამოწერის შესახებ 19 ნოემბერს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კანონპროექტის თანახმად, ერთჯერადი დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის (მათ შორის, გასამმაგებული და გასამმაგებულის გასამმაგებული ჯარიმის) ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდება ის პირი, რომელმაც საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) საქმიანობა სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განახორციელა 2025 წლის 1 ნოემბრამდე.

კანონპროექტის ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი, ინიციატორები - პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, მაია ბითაძე, შოთა ხაბარელი, დიმიტრი სამხარაძე, ნიკა ელისაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ზურაბ რურუა, გიორგი ვოლსკი, დავით კაჭარავა, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი ხელაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ზარქუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები