მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-ელი იანვრიდან სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება - კანონპროექტი პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება

სკამი დასაქმება ოფისი სამუშაო
BM. GE
07.11.23 17:44
185

პარლამენტი ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ კანონზე პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ამბობს, რომ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მომავალი წლის ბოლომდე 5000-მდე სტაჟიორის აყვანა იქნება შესაძლებელი.

მიქანაძემ კომიტეტის სხდომაზე განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს სთხოვა, პარლამენტს კანონის მიღების შემდეგ საინფორმაციო კამპანიაში დაეხმარონ.

„მიღებულია კანონპროექტი და ველოდებით ხელმოწერას პრეზიდენტისგან, რომ 1-ელი იანვრიდან სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი. ხელფასი, რომელიც სტაჟიორმა უნდა მიიღოს არადეფიციტურ პროფესიებზე, ეს არის 500 ლარამდე და დეფიციტურზე 1000 ლარამდე ვიძლევით ხელფასის გაცემის შესაძლებლობას. 2024 წლისთვის ვფიქრობთ, რომ 5000-მდე სტაჟიორის მიღებას შევძლებთ.

ჩვენ ვიწყებთ შეხვედრებს ქვეყნებში, სადაც გვექნება შეხვედრები სტუდენტებთან, ეს ეხება არა მარტო მაგისტრატურის სტუდენტებს და ბაკალავრიატის სტუდენტებს, არამედ შეუძლიათ ბაკალავრიატის მეოთხე კურსის და პროფესიული სასწავლებლების მეორე კურსის სტუდენტებს. თხოვნა იქნება, რომ ყველა შეხვედრაზე გავაჟღეროთ ეს საკითხი“, - თქვა მიქანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები