მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1 იანვრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა

61d411b1c5cf0
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.22 13:48
3058
2022 წლის 1 იანვრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ საჯარო რეესტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი კანონი სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა დაფუძნების, რეგისტრაციის საკითხებსა და პროცედურებს მოაწესრიგებს.

„კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეიქმნა ერთიანი ელექტრონული პორტალი, სადაც განთავსდება:

• რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებები;
• სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები;
• საზოგადოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

კანონიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის N791 ბრძანებით დამტკიცდა სამეწარმეო საზოგადოებების სტანდარტული წესდებები, რომელთა გამოყენება საწარმოს სურვილის შესაბამისად შეეძლება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სტანდარტული წესდებები ხელმისაწვდომია ვებგვერზე: www.matsne.gov.ge.

აღსანიშნია, რომ ახალი რეგულაციებით, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სუბიექტებს განესაზღვრათ 2 წლის ვადა სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2 წლის განმავლობაში მათთვის სასურველ დროს მიმართონ და შესაბამისი ცვლილებები განახორციელონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები