მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 ნოემბერი: როგორია გარდაცვალების და ინფიცირების covid-გეოგრაფია

5f9e5ee566e59
ვიქტორია მღებრიშვილი
01.11.20 11:12
1237
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 791 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, Covid-ინფიცირების გეოგრაფია ასეთია:

დღეს გამოვლენილი 1 791 შემთხვევიდან: თბილისში - 532 შემთხვევა დადასტურდა, აჭარაში - 369, იმერეთში - 392, ქვემო ქართლში - 86, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 29, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 187, კახეთში - 57, მცხეთა-მთიანეთში - 0, სამცხე-ჯავახეთში - 56, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 21.

რაც შეეხება ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების გეოგრაფიას, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 28 ადამიანიდან: თბილისში - 10 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი გარდაიცვალა.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 40 727-ს, ხოლო 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 335 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 413 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 25 104-მდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები