მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 ოქტომბერს ქვეყანაში სულ 8 326 covid-აცრა ჩატარდა

61583a18d4cc1
ვიქტორია მღებრიშვილი
02.10.21 15:28
325
1 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით სულ 8 326 ადამიანი აიცრა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2 ოქტომბრის მონაცემებით სულ 1 808 520 აცრაა ჩატარებული. ამასთან სულ მცირე 1 დოზით 987 162 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 34.7%-ია ვაქცინირებული. სრულად 821 358 ადამიანი ვაქცინირებულია, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 %-ია.

გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული აცრებით კვლავ თბილისი, აჭარა და იმერეთი ლიდერობენ.

1 ოქტომბერს თბილისში - 3 868 პირი აიცრა, აჭარაში - 1 015 პირი, იმერეთში - 944 პირი, სამეგრელო-ზამო სვანეთში - 561 პირი, ქვემო ქართლში - 510 პირი, კახეთში - 389 პირი, შიდა ქართლში - 279 პირი, სამცხე ჯავახეთში - 214 პირი, მცხეთა-მთიანეთში - 164 პირი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 42 პირი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები