მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$1 = ₽100 – რატომ უფასურდება რუსული რუბლი?

რუსული რუბლი მკვეთრად უფასურდება

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, რუსული ეროვნული ვალუტა მკვეთრად უფასურდება და ორწლიან პერიოდში ვარდნის მაჩვენებელი 40%-ს აღწევს. ამჟამინდელი მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსი 100 რუბლს აღწევს, რაც 2022 წლის შემდეგ დაფიქსირებული ანტირეკორდია.

რუბლის ბოლოდროინდელი გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ტრამპის გამარჯვებასთან, რომელიც აანონსებს, რომ გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე დღეში რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს, რაც, თავის მხრივ, რუბლის გაცვლით კურსზე ნეგატიურად აისახება.

გარდა ამისა, ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, რაც ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას.

ამასთან, რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია, რაც, უწყების შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, რუსეთში რეფინანსირების განაკვეთი 21%-ს შეადგენს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ცენტრალური ბანკის შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ქვეყანაში კაპიტალის გაძვირებას, ინვესტიციების შემცირებას, ბიზნესის შეზღუდვას, სამუშაო ადგილების შემცირებას და საბოლოო ჯამში, ეკონომიკური აქტივობის გაუარესებას იწვევს.

ზემოხსენებულ მიზეზებთან ერთად, მოსკოვში კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობენ - ეს კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, სადაც ტექნიკური ცოდნა და განათლებაა საჭირო. თავად ამ მოცემულობას კი ის განაპირობებს, რომ ბევრმა რუსმა ახალგაზრდამ ქვეყანა დატოვა, რათა ჯარში გაწვევისათვის თავი აერიდებინა, ამან კი სამუშაო ბაზარზე დეფიციტი გამოიწვია.

მორიგ პრობლემად ცენტრალურ ბანკში უცხოური ინვესტიციების შემცირებას ასახელებენ. გასაგები მიზეზების გამო, დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთში FDI-ის დაბანდება ფაქტობრივად შეწყვიტეს, ეს კი ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები