მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 წელში უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 818 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობა

2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 818 ფაქტი გამოვლინდა. შესაბამისი ინფორმაცია BM.GE-მ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოითხოვა.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დარღვევების უმეტესობაზე, კერძოდ აკრძალული იარაღით,
მეთოდით ან საშუალებით ნადირობის 550 ფაქტზე სამართალდამრღვევები უცნობია და შესაბამისად, ჯარიმა დაკისრებული არაა. ამასთან, გამოვლინდა უკანონო ნადირობის 5 ფაქტი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება.

ჯამურად, გამოვლენილი დარღვევებით გარემოს 27 870 ლარის ზიანი მიადგა, ხოლო დაკისრებული ჯარიმები 25 800 ლარია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები ასეთია (1 ოქტომბერი, 2024 წ.-1 ოქტომბერი 2025 წ.):

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები