მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1 თვეში უკრაინა საბრძოლო მოქმედებებისთვის $10 მლრდ-ს ხარჯავს - UNIAN

624977fa0c7bd
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.22 14:32
1457
1 თვის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის უკრაინის მთავრობა დაახლოებით 10 მლრდ დოლარს ხარჯავს. ინფორმაციის ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პრესამსახური ავრცელებს. წერს UNIAN. 

მათი ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ოფისისა და მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკურ ბლოკებთან შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეებმა უკრაინის ეკონომიკის მდგომარეობა და უახლოეს დროში მისი განვითარების პროგნოზები განიხილეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებისთვის ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო დაახლოებით 10 მლრდ დოლარს ხარჯავს. შეხვედრაზე ფინანსური ხარჯის დაფინანსების წყაროებზეც ისაუბრეს, რაც ძირითადად საგადასახადო შემოსავლები და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებაა.

ამავე დროს შეხვედრის მონაწილეებმა გამარტივებული საგადასახადო სისტემაზე გადასვლის პერსპექტივები განიხილეს, რომელიც აპრილისთვის არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები