მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„10 CV-დან გასაუბრებაზე ერთი ადამიანი მოდის“ - მეჰმეთ მელექი კადრების დეფიციტზე

63be579147350
თათია კაკიაშვილი
11.01.23 10:51
5516
„10 CV-დან გასაუბრებაზე 1 ადამიანი მოდის, დანარჩენი 9 - ხელფასითაც არ ინტერესდება,“ - ამის შესახებ BMG-ის „ბეკოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმეთ მელექმა განუცხადა, რომლის თქმითაც, 2022 წელს კადრების დეფიციტის პრობლემა ტექნიკის ინდუსტრიასაც მკვეთრად შეეხო.

მელექი ამბობს, რომ „ბეკოში“ ეს პრობლემა განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში გამოვლინდა, თუმცა კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა მის აღმოფხვრაში „დიდი შრომა ჩადო“.

“ძალიან დიდი მოთხოვნაა კადრებზე. რა თქმა უნდა, ჩვენთანაც იყო ამ მხრივ დეფიციტი, მაგრამ ჩვენმა HR დეპარტამენტმა ძალიან დიდი შრომა ჩადო დასაქმებულთა დეფიციტის მინიმალურ მაჩვენებლამდე დაყვანისთვის. ასე რომ, ჩვენ ძალიან არ გაგვჭირვებია, მაგრამ კადრების დეფიციტი მთელი საქართველოს მასშტაბით, ვფიქრობ, რომ არის. ამის ძირითადი მიზეზი, ალბათ, არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საზღვარგარეთ მიდის”, - განაცხადა მეჰმეთ მელექმა.

2022 წელს საქართველოში და გლობალურადაც, თითქმის ყველა ინდუსტრია კადრების დეფიციტის პრობლემაზე საუბრობდა. საქართველოს შემთხვევაში, პრობლემის ძირითად გამომწვევ მიზეზად - მოქალაქეების უცხოეთში მიგრაცია დასახელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები