მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დაბალი სეგმენტის პროდუქცია ჩვენთან ძალიან მცირე რაოდენობით იყიდება“ - მეჰმეთ მელექი

63be5bb71b34e
თათია კაკიაშვილი
15.01.23 22:35
1076
“დაბალი სეგმენტის პროდუქცია ჩვენთან ძალიან მცირედ იყიდება, შესაბამისად, ასეთი ტექნიკის გაყიდვების პროცენტული წილი ძალიან დაბალია,“ - ამის შესახებ BMG-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია „ბეკოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმეთ მელექმა განუცხადა.

მისივე თქმით, შარშან ელექტროტექნიკის ბაზარზე მომხმარებლის მხრიდან სტაბილური მოთხოვნა იყო, გამოიკვეთა ერთი ნიუანსიც - მომხმარებლების წილი, რომლებიც ტექნიკას განვადებით ყიდულობდა, შემცირდა, ხოლო მაღალი საფასო კატეგორიის პროდუქციის გაყიდვებმა იმატა.

“ბეკოში”, ძირითადად, საშუალო და მაღალი სეგმენტი იყიდება, პრემიუმ სეგმენტი კი უკვე საკმაოდ დიდი არჩევანით არის წარმოდგენილი. 2022 წლის ბოლო კვარტალიდან ჩვენს ბაზარზე Beyond სერიაც შემოვიდა, რომელსაც ენერგომოხმარების ეფექტურობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. აქედან გამომდინარე, “ბეკოს” ქსელში 2023 წლიდან უკვე საშუალო და მაღალი, პრემიუმ სეგმენტი იქნება ფართოდ წარმოდგენილი. რაც შეეხება ქალაქებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თბილისი, შემდეგ ბათუმი და ბოლო პერიოდში ზუგდიდი და სენაკი ძალიან აქტიურობს “ბეკოს” პროდუქციის რეალიზაციაში,” - განაცხადა მეჰმეთ მელექმა.

შეგახსენებთ, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია „ბეკო“ საქართველოში 25 წელია, ოპერირებს და მთელ რეგიონში არაერთი მაღაზიითაა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები