მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„10-ჯერ რომ გააკეთონ მეთერთმეტედ გამოვალთ“ - 15 აპრილს „რუსული კანონის“ განხილვის პარალელურად აქცია გაიმართება

სს

ორშაბათს, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის პარალელურად, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენა არის ჩანიშნული, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება.

"ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. ორშაბათს ვიკრიბებით ისევ აქ, პარლამენტთან. ორშაბათს არის პირველი საკომიტეტო მოსმენა”,- განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

ერთ-ერთი აქციის მონაწილის თქმით, ამ კანონის წინააღმდეგ რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გამოვლენ.

"აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. რუსული კანონი საქართველოში არ იქნება მიღებული. ათჯერ რომ გააკეთოს მეთერთმეტედ გამოვალთ, ოცჯერ რომ გააკეთონ ოცდამეერთედ გამოვალთ. ყოველთვის გამოვალთ სანამ ჩვენ მისაღწევს არ მივაღწევთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქცია პარლამენტის წინ საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ „რუსულ კანონს“ კომიტეტი 15 აპრილის განიხილავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები